2024 წლის 16 მაისს, გრუნის სტუმრად ეწვია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ), გლობალური რეზიდენტების პროგრამის დირექტორი, დოქტორი ნატალია დანელო.
ქალბატონი დანელო, როგორც ფულბრაიტის მკვლევარი, მიზნად ისახავდა ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანთან, პროფესორ ვახტანგ ჭარაიასთან ეკონომიკური თემატიკის საკითხებზე ინტერვიუს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის არსებული მდგომარეობის შეფასებასა და პერსპექტივებს, მეღვინეობის დარგის სპეციფიკასა და სხვა საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ.