გრუნის სტუდენტები საერთაშორისო სემინარზე ესპანეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები საერთაშორისო სემინარზე ესპანეთში


2024 წლის 30 აპრილიდან 7 მაისამდე, გრუნის მედიცინის პროგრამის სტუდენტები, მარიამ ბრეგვაძე და ლაილა მალავე პეიგანი იმყოფებოდნენ ესპანეთში, ევროკავშირის საერთაშორისო სემინარზე.

 

სემინარი ეძღვნებოდა სექსუალური განათლების პოლულარიზაციასა და სექსუალურად გადამდები დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

 

ერთკვირიანი საერთაშორისო ტრენინგი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ევროკავშირის მიერ რულად იყო დაფინანსებული. ერასმუს + - ის პროექტის „THE ABC OF LOVE AND SEX”, ინიციატორი და მასპინძელი იყო ესპანური ორგანიზაცია “Hosting Youth Espania”, ხოლო კოორდინატორი - ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტან კარმისოვი.

 

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა ჯგუფურ დავალებებსა თუ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, ასევე, მოინახულეს სხვადასხვა ორგანიზაცია, კონკრეტული შემთხვევების შესწავლის მეთოდით მიიღეს ცოდნა სექსუალურად გადამდები დაავადებების შესახებ (case-study): „ინტერაქტიული შემთხვევის ანალიზი ჩაგრულთა თეატრის მეთოდოლოგიით“, „ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სექსუალურად გადამდები დაავადებების შესახებ“ და სხვ.

 

მონაწილეებმა პროექტის ბოლოს, კულტურულ საღამოზე, წარადგინეს საქართველო და ასევე, მოინახულეს სიუდად რეალი და ტოლედო.

 

გრუნი დიდ მადლობას უხდის ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაციას ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის.