გრუნის დოქტორანტი, აფილირებული ასისტენტი კერძო სამართალში და მიწის სამართლის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორი, თორნიკე მერებაშვილი, ოქტომბერში 1- თვიანი სასწავლო პროგრამით აშშ-ში, ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში, გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში თორნიკე მერებაშვილი განახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას, ხოლო 21-23 ოქტომბერს სამეცნიერო მოხსენებით წარსდგება ICLARS 7th კონფერენციაზე, რომელიც რელიგიებისა და სამართლის კვლევებს შეეხება, კონფერენციას Notre Dame-ის უნივერსიტეტი მასპინძლობს ინდიანას შტატში.