2024 წლის 22 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მალიკ მურზალინი.
გრუნის ასისტენტ-პროფესორის - ბადრი ნაჭყებიას, მიერ ორგანიზებული ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის გაცნობასა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას.
საპატიო სტუმარს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, ელჩმა და მისმა მოადგილემ - ჯაზირა მირზაკასიმოვამ, დაათვალიერეს საუნივერსიტეტო გარემო და სასწავლო ლაბორატორიები, ასევე, ის აუდიტორია, რომელიც, ერთობლივი შეთანხმებით, ყაზახეთის კაბინეტისთვის გამოიყოფა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, ისაუბრეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე. ელჩმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა წიგნები ყაზახეთის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში ირაკლი კაკალაძე.