2023 წლის 30 აპრილს, მედიცინის სკოლის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ეწვია ბრაზილიური წარმოშობის ამერიკელი ტრანსპლანტოლოგი ქირურგი, პროფესორი ფილლიპე აბრეუ, რომელმაც მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია „ტრანსპლანტაციის რობოტული ქირურგია".
მოწვეულმა პროფესორმა ისაუბრა თანამედროვე ქირურგიის ასპექტებსა და მიღწევებზე. გაუზიარა სტუდენტებს თავისი გამოცდილება და უპასუხა მათ შეკითხვებს.