2024 წლის 27 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ნაჭყებია იმყოფებოდა ხორვატიაში და მონაწილეობდა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში, რომელიც ქრისტიანობასა და ადამიანის უფლებებს მიეძღვნა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების წარმოშობისა და ისტორიული განვითარების შესახებ.
10 - დღიან საერთაშორისო პროექტში გრუნის სტუდენტი ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონის“ მხარდაჭერით ჩაერთო და იტალიელ, უნგრელ, რუმინელ, სომეხ, ხორვატ და პორტუგალიელ ახალგაზრდებთან ერთად გაიცნო ევროპის ქვეყნების გამოცდილება ქრისტიანობისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში.
სტუდენტებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით თავიანთი ქვეყნების გამოცდილება, ასევე, კულტურა გააცნეს.
აღნიშნულმა პროექტმა სტუდენტებს შესძინა მნიშვნელოვანი ცოდნა ევროპის ქვეყნებში რელიგიებისა და ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებული რეგულაციების თაობაზე.
საერთაშორისო პროექტი სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მიერ.