გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო კურსის - „საადვოკატო საქმიანობის საფუძვლები”, პრეკლინიკის ფარგლებში, რომელსაც პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ.
პრაქტიკული კურსს, რომელიც ადვოკატთა პროფესიის გაცნობას დაეთმო, უძღვებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი - რამაზ ცინცაძე და სასწავლო ცენტრის კოორდინატორი - ეკა სისვაძე.
შეხვედრამ და განხილულმა საკითხებმა, რომლებიც უმნიშვნელოვანესია სტუდენტთა მიერ პროფესიული საფუძვლების დაუფლებისა და მათი მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ისინი გაეცნენ რეალურ სამუშაო პროცესს, ყველა სტუდენტს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.