გრუნიში მუსიკალური პროექტი “მელომანი” გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში მუსიკალური პროექტი “მელომანი” გაიმართა


2024 წლის 21 აპრილს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველად გაიმართა გასართობი, მუსიკალური პროექტი “მელომანი”.

 

პროექტის მიზანი იყო, სტუდენტების მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენა, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და პოზიტიური განწყობის შექმნა.

 

კონკურსი სამ ტურად გაიმართა, პირველ და მეორე ტურში გამარჯვებული წყვილები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.

 

დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული წყვილი: 890 ქულით საუკეთესო მონაწილეებად დასახელდნენ სტომატოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები: მარი დავითაშვილი და ნუცა მელუა.

 

760 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს ბიზნესის საბაკალავრო სკოლის პირველკურსელებმა - სალომე ქუჯოშვილმა და ნათია გუგუნაშვილმა.

 

გამარჯვებულ წყვილს გადაეცა მელომანის სიმბოლო - მიკროფონი, თასის სახით!

 

მხარდაჭერისა და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის სტუდენტები მადლობას უხდიან გრუნის ადმინისტრაციასა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს.