ტესოლის გლობალური კონფერენცია პროფესიული განვითარებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტესოლის გლობალური კონფერენცია პროფესიული განვითარებისათვის


მიმდინარე წლის 10-12 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეული და აკადემიური პერსონალი, აშშ-ის საელჩოს შეთავაზებით, ჩაერთო TESOL-2024-ის საერთაშორისო კონვენციის მუშაობაში.

 

საერთაშორისო კონვენცია ინგლისური ენის სპეციალისტებს პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დონეზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ინტერაქტიულ სესიებზე პროფესიულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ გლობალურ პერსპექტივებსა და სიახლეებს ინგლისურის, როგორც, მეორე უცხო ენის, სწავლების სფეროში უახლეესი იდეების, გამოწვევების კვლევისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობიდან: ნატო კოროშინაძე, ლამარა ქადაგიძე, თიკა ასათიანი, თამარ დოლიძე და ნინო მიქელაძე.

 

აღსანიშნავია, რომ TESOL-ის International Convention & Expo ინგლისური ენის სწავლების სფეროში ყველაზე დიდი პროფესიული განვითარების ღონისძიებაა, რომელიც მაღალი გლობალური წვდომით გამოირჩევა.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს ამ შეთავაზებისათვის, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა წარმატების მისაღწევად.