პროფესიული განვითარების ტრენინგი ბათუმის პროფესორ-მასწავლებლებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული განვითარების ტრენინგი ბათუმის პროფესორ-მასწავლებლებისთვის


2024 წლის 6 ივნისს ინგლისური ენის ექსპეტთა პროგრამის წარმომადგენელი გრუნიში, ენის ამერიკელი სპეციალისტი - მაიკ მენსფილდი, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბათუმის კამპუსს. ვიზიტის მთავარი მიზანი ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა გახლდათ.

 

პროფესიული განვითარების ტრენინგის ფარგლებში, მაიკმა ისაუბრა ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ. კოლეგებმა განიხილეს უცხოური ენის სწავლებაში არსებული მეთოდური და ფსიქო-ლინგვისტური საკითხები, წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება და გაანალიზეს მეთოდური ასპექტები.

 

ინგლისური ენის ექსპერტს ახლდა რექტორის მრჩეველი და ბიზნესინგლისურის ლექტორი, ანა აბესაძე. მაიკმა ანასთან ერთად სტუდენტებისთვისაც ჩაატარა ლექცია ემოციური და კულტურული ინტელექტის შესახებ, ლექციის ბოლოს, გაიმართა დისკუსია.

 

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.