სტუდენტური თვითმმართველობა რეგიონის სკოლებს ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური თვითმმართველობა რეგიონის სკოლებს ეწვია


2024 წლის 18-20 მარტს, გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, განხორციელდა რეგიონალური ტური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. გრუნის სტუდენტები ქუთაისისა და ბათუმის 15 კერძო და საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და ის პროექტები, რომლებიც ახალგაზრდების პროფესიული დაოსტატებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით გრუნიში ხორციელდება. უნივერსიტეტის სტუდენტთა ომბუდსმენმა მოზარდებს წარუდგინა პრეზენტაცია სტუდენტური ცხოვრებისა და წარმატებების შესახებ. შეხვედრამ სკოლის მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.