გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ყველა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ონლაინ ჩაერთო პლაგიატის კვირეულის (25-29 მარტი) მუშაობაში და მოისმინეს: პლაგიატის შესახებ საჯარო ლექცია, წყაროების ციტირებისა და სქოლიოს გამოყენების წესები, პლაგიატის დეტექტორის პლატფორმის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღეს სტუდენტური დეკლარაციის ტექსტის შექმნასა და საჯარო ხელმოწერის ცერემონიაში, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვასა და პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ ფილმის ჩვენებასა და განხილვა-დისკუსიაში;
27 მარტს კი ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა ღონისძიებები აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ ბათუმი-თბილისის სტუდენტთა ინტეგრაციის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი “პლაგიატის დეტექტორის პლატფორმის გამოყენების საკითხებზე“, ასევე, სტუდენტებს განუმარტა წესები პერიფრაზის, წყაროების ციტირებისა და სქოლიოს გამოყენების შესახებ.
შემდგომ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხდარაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძემ, პლაგიატის გამო ადმინისტრაციული ზომები და წესები გააცნო სტუდენტებს. ასევე, უზრუნველყო პლაგიატის წინააღმდეგ ტრენინგის ჩატარება და სტუდენტებთან განიხილა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის დეკლარაციის ტექსტი, რომელიც სტუდენტებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრას ესწრებოდა გრუნის დოქტორანტი ქეთევან ლასტაკანიძე, რომელმაც ისაუბრა პლაგიატით გამოწვეული დარღვევებისა და ზიანის მიყენების საკითხების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ საინფორმაციო/საცნობარო სამახსოვრო ბუკლეტები.