გრუნის პროფესორები ჩანდიგარის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორები ჩანდიგარის უნივერსიტეტში


2024 წლის 11- 16 მარტს გრუნის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები - მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე, ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი - თამარ გამსახურდია, პედაგოგების გაცვლის საერთაშორისო პროგრამით (IFEP), თემატური ლექციების ჩასატარებლად, იმყოფებოდნენ ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი (https://www.cuchd.in) პირველ ადგილზეა ინდოეთის კერძო უნივერსიტეტებს შორის.

 

2024 წლის 14-16 მარტს გრუნის პროფესორები თამარ გამსახურდია და მაკა ფირანაშვილი მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციის - “ინოვაციები და რეგენერაციული ტენდენციები ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში”, მუშაობაში და წარადგინეს გიორგი გოგიტიძესთან ერთად შესრულებული და უნივერსიტეტის შიდა საგრანტო პროექტების კონკურსში გამარჯვებული ნაშრომის - „ეკოტურიზმის შესაძლებლობების გაფართოება: როგორ უზრუნველყოფს მზის ენერგია მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად ზრდას საქართველოში“ - შუალედური შედეგები.

 

მაია მელაძემ კონფერენციაზე ასევე შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების კონკურსში გამარჯვებული ნაშრომი - „საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული პროდუქტების გამოყენების კვლევა“ - წარადგინა, რომელიც ნინო ხახუბიასა და ნინო საჩალელთან ერთად მომზადდა.

 

პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ პანელური სესიის მუშაობაშიც, რომელიც ეძღვნებოდა ტურიზმის მდგრად განვითარებას.

 

ვიზიტისას ქართველი მეცნიერები გაეცნენ ჩანდიგარის უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებს, დაისახა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის და მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც.

 

პროფესორებმა მოინახულეს ინდოეთის გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილებიც.