Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
მადლიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მადლიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში


2024 წლის 22 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია, მადლიერების როლი ადამიანის ცხოვრებაში.

 

ლექციას უძღვებოდა რუსუდან ქაქუთია, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა მადლიერების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში, რამდენად ღირებული და საჭირო თვისებაა განათლებული ადამიანისთვის მადლიერების გამოხატვა და სხვისი შრომის დაფასება.

 

ლექციის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მოეყვანათ მაგალითები და გამოეხატათ საკუთარი აზრი მადლიერების შესახებ.

 

სტუდენტების შეფასებით, ლექცია-დისკუსიამ დიდი გავლენა მოახდინა მათ მოტივაციაზე, აღინიშნა, რომ შეხვედრა იყო განსხვავებული და მეტად საინტერესო.