გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.
2024 წლის 15 მარტს გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი თემაზე: თვითმოტივაცია და პერსონალური ბრენდინგი, რომელსაც უძღვებოდა აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვლადიმერ ბოცვაძე.
ვლადიმერ ბოცვაძემ განიხილა პერსონალური ბრენდინგის და მოტივაციის ასპექტები: ბრენდის სტრატეგიის შექმნა, ეტაპების სწორად განსაზღვრა, დაგეგმვა, პოზიცონირება და განვითარება.
ტრენინგში მონაწილეებს გააცნო ამ მიმართულებით პოპულარული ვებგვერდები და სხვადასხვა სოციალური ქსელების მნიშვნელობა პირადი გამოცდილების გათვალისწინებით.
ქეისების განხილვის დროს პერსონალთან ერთად, დოქტორანტებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.
ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 40-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
პროფესიული განვითარების სატრენინგო გრაფიკი (ნაკრები თემატიკა) იხილეთ.