საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება


მიმდინარე წლის 15 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა გრუნის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია - „საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“.

 

მოწვეული სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების თეორიისა და პრინციპების შესახებ, გააცნო ამ სისტემაში საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სტანდარტები. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განსავითარებლად.

 

დოქტორ თიმ ბუნიევაცთან სტუდენტების შეხვედრა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და დიდი მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები - გიორგი მირიანაშვილი, გულნაზ გალდავა, ვახტანგ ჭარაია და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

 

დოქტორი თიმ ბუნიევაცი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველია საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ჯილდოს მფლობელი ექსპერტია დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ავტორია საერთაშორისო კვლევებისა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და სასამართლო ადმინისტრირების შესახებ. მან დააარსა ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სასამართლოები ავსტრალიაში, იყო სასამართლო ადმინისტრაციის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. დღემდე სასამართლო ადმინისტრირების საერთაშორისო ჟურნალის რედაქტორია; აქვს პრაქტიკოსი იურისტის, მინისტრის მრჩევლად და სასამართლო სისტემის კონსულტანტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.