სინერგიული ლიდერობა სკოლის დირექტორებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სინერგიული ლიდერობა სკოლის დირექტორებისათვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას. 2024 წლის 22 მარტს, გრუნისა და ტეხას ა&მ უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა სემინარი პარტნიორი სკოლების დირექტორებისთვის. სემინარი შეეხებოდა სინერგიული ლიდერობის თეორიასა და ლიდერობაში გენდერული ხედვებისა თუ სხვა მრავალფეროვანი პერსპექტივების განხილვას.

 

ტრენინგი, რომელსაც 40 საჯარო და კერძო სკოლის დირექტორი ესწრებოდა, უძღვებოდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის რეგენტი პროფესორი აკადემიურ საკითხებში, უფროსი ასოცირებული დეკანი, განათლების ლიდერობის კვლევის ცენტრის დირექტორი, დოქტორი ბევერლი ირბი.

 

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი, მეთიუ იტჩელსი.

 

სესიის ბოლოს, გაიმართა კითხვა-პასუხი, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.