გრუნის სტუდენტები კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას

გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი - ელენე ლაცუზბაია (მენეჯმენტი), ქეთევან ფხალაძე და სოფიკო დათუკიშვილი (ფინანსები), ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთის კლერმონ-ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე გააგრძელებს სწავლას.

 

წინა წლებისაგან განსხვავებით, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ორის ნაცვლად, სამი სასტიპენდიო საკონკურსო ადგილი შესთავაზა, რაც ცხადად მეტყველებს საფრანგეთში ჩვენი სტუდენტების წარმატებებზე.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამივე სტუდენტს დაუფინანსდება საფრანგეთში სწავლის საფასური.

 

ვულოცავთ სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ წარმატებას!