გრუნი სამეცნიერო/აკადემიური საზოგადოების წინაშე პერიოდულად წარადგენს სხვადასხვა სკოლის პროფესორთა, ახალგაზრდა მკვლევართა მიღწევებს.
მედიცინის სკოლის პროფესორის - პაატა კერვალიშვილის, სამეცნიერო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში ( 2018 – 2023 წწ.) მოიცავს 66 სტატიასა და 4 წიგნს.
მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია:
- პათოგენური მიკროორგანიზმების სპექტროსკოპია;
- ლაზერულ პლაზმური მეთოდები ბირთვულ სინთეზში;
- სილიციუმ-გრაფენის მზის ელემენტები;
- ატფ-ის რეზონანსული ოსცილაცია;
- ქვანტური ინფორმაციული სისტემები.
პროფესორის სამეცნირო აქტივობა მოიცავს პატენტთან დაკავშირებულ ავტორობასაც.
გამოცემული ნაშრომები:
- თ. ბერბერაშვილი, ჰ. ბახთიარი, პ.კერვალიშვილი, ფოტოგარდამქმნელი მოწყობილობა, P 2020 7134 B, განაცხადის შეტანის თარიღი: 27-12-2018, რეგისტრაციის თარიღი: 15-07-2020;
- პ. კერვალიშვილი, თ. ბერბერაშვილი, თ. ბჟალავა, ლ. ჩახვაშვილი, ვირუსების ვიბრაციული სიხშირის განსაზღვრის მეთოდი, საქართველოს გამოგონება, 15657/1; AP 2021 15657, შეტანის თარიღი: 09-06-2021. განაცხადის შეტანის თარიღი: 09-06-2021. რეგისტრაციის თარიღი: 06-10-2022;
- პ. კერვალიშვილი, ვ. მაიერი, ჰ. ბახთიარი. მოწყობილობა მყარსხეულოვანი ფირების მიღებისათვის ლაზერულ-პლაზმური მეთოდით. AP 2021 15728. შეტანის თარიღი: 03-09-2021. პატენტის გაცემის თარიღი: 21-01-2023;
უნივერსიტეტი წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს ბატონ პაატა კერვალიშვილს.