2023 წლის 4 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს სკოლის ექიმთა კონფერენცია.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციისა და ალიანსის „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა“ ინიციატივით.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სკოლის ექიმის ინსტიტუციის გაძლიერებას, ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. განიხილეს მიღწეული შედეგები და ის გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დგას სკოლის წინაშე.
კონფერენციამ მოისმინა ცნობილი ქართველი პედიატრების სამეცნიერო მოხსენებები. კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა, სამეცნიერო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლიანა სირაძემ წარმადგინა მოხსენება „რკინის დეფიციტი და ტყვიით ინტოქსიკაცია“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის მედიცინის სკოლის სტუდენტები, მომავალი ექიმები, მათი მოხსენებები შეეხებოდა: კლეინფელტერის სინდრომს, ტერნერის სინდრომს, ალკოჰოლიზმს.
კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო და მას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, დარგის ცნობილი სპეციალისტები, ემერიტუს პროფესორები და ექსპერტები.