პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება


გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემიასთან, პროექტის - Erasmus + LIFESTAND  ფარგლებში თანამშომლობს. აღნიშნული პროექტი მოიცავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა  და  პერსონალისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.

 

 პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამი თანამშრომელი, მედიცინის სკოლის დეკანი ანა თეგეთაშვილი, პროფესორი ზაზა ბერიშვილი და სკოლის ხარისხი უზრუნველყოფის კოორდინატორი ნინო გორდელაძე, თებერვალში იმყოფებოდნენ საქართველოსა და უკრაინის რვა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში (ესპანეთი)  და პორტოში ( პორტუგალია).

 

კონსორციუმის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენიგებში, რომელიც ეხებოდა პირველადი, გადაუდებელი დახმარების უნარების განვითარებას. ტრენინგი ფოკუსირებული იყო სცენარზე დაფუძნებულ სწავლებაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, მრავალმსხვერპლიან სიტუაციებში ტრიაჟზე, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ შეფასებასა და მხარდაჭერაზე. სამუშაო შეხვედრები პორტოს უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა პოლიტრავმირებული პაციენტების სისტემური შეფასება და ევაკუაციის სცენარები განიხილეს.

 

საგაზეთო სტატია სწავლების შესახებ