ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამის გახსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამის გახსნა


2024 წლის 24 თებერვალს, გაიმართა ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამის (IYLCP) პირველი ვირტუალური სესია. ლიდერობის პროგრამა გრუნის, სინგაპურში დაფუძნებულ Global Citizen Education Group-ისა და აზერბაიჯანის განათლების მენეჯერთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო პროექტია, რომელიც შექმნილია მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან.

 

IYLCP არის ინტენსიური 9-კვირიანი ონლაინ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. სესიები ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემებს: ლიდერობის ტიპები, დროის მენეჯმენტი, მიზნის დასახვის ხელოვნება, სტრესის მენეჯმენტი, ემოციური და კულტურული ინტელექტი, პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები, მეწარმეობა, პროექტის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორქინგი.

 

პროგრამა გაგრძელდება 2024 წლის 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე. პირველი სესია, რომელსაც უძღვებოდა ჯონ ფანგი, The Global Citizen Education Group-ის ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ეხებოდა ეფექტურ ლიდერობას.

 

საქართველოდან შერჩეულ კანდიდატებში არის შემდეგი 10 მონაწილე, რომელსაც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები:

  1. ნია მაჭარაშვილი -სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;
  2. გიორგი ტატალაშვილი- სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;
  3. ქეთევან ჯიშიაშვილი - ტყიბულის #1 საჯარო სკოლა;
  4. ანი ჯოჯუა - თბილისის # 71-ე საჯარო სკოლა;
  5. მარიამ მჭედლური - თბილისის # 107-ე საჯარო სკოლა;
  6. მზია გოდაძე - ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  7. ლილე კამლაძე - ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;
  8. საბა ზარანდია - თბილისის სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი;;"
  9. ანი ბერიკაშვილი - თბილისის კლასიკური გიმნაზია
  10. ლაშა კავთელაძე -თბილისის # 107-ე საჯარო სკოლა.

 

პროგრამას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობს გრუნის ვიცე-რექტორი და ბიზნესსკოლის დეკანი, ვახტანგ ჭარაია, ბიზნეს სკოლის მენეჯმენტის და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, თენგიზ თაქთაქიშვილი და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. გრუნის წარმომადგენლებმა პირველ სესიაზე მონაწილეებს მიულოცეს პროგრამაში გამარჯვება და წარმატებები უსურვეს.