გრუნის ვორქშოფი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ვორქშოფი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის


2024 წლის 15 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ონლაინსესია ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსებისა და მათზე უფასო წვდომის შესაძლებლობის გაცნობას.

 

ღონისძებას, რომელსაც უძღვებოდა გრუნის ინგლისური ენის ექსპერტი, მაიკ მენსფილდი, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გრუნის მიერ დაფინანსებული ტესოლ პროგრამის კურსდამთავრებულები და უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგები.

 

მაიკ მენსფილდმა მონაწილეებს გააცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული ინგლისური ენის ორგანიზაციის სხვადასხვა ღირებული რესურსი: წინასწარ შემუშავებულ კურსები საკლასო ოთახში ინტეგრაციისთვის, პროფესიული განვითარების მოდულები, რომლებიც მიზნად ისახავს სწავლების პრაქტიკის ამაღლებას, ასევე, წინასწარ შემუშავებულ გაკვეთილები და აქტივობები დინამიკური და ეფექტური სწავლების სტრატეგიების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მონაწილეებს ჰქონდათ წვდომა აკადემიურ პუბლიკაციებზე თავიანთი სასწავლო რეპერტუარის გასამდიდრებლად.

 

ვირტუალური სესია გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ, რომელმაც ისაუბრა აღნიშნული რესურსების მნიშვნელობაზე და მასწავლებლებს აცნობა გრუნის გადაწყვეტილება სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც.