ტრენინგი მეცნიერ-ხელმძღვანელებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი მეცნიერ-ხელმძღვანელებისთვის


პროფესიული განვითარების ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი მეცნიერ-ხელმძღვანელებისათვის. პროგრამას უძღვებოდა რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია. ტრენინგზე განხილულ იქნა დოქტორანტებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომები, მეცნიერ-ხელმძღვანელისა და დოქტორანტის ერთობლივი კვლევების განხორციელების პრობლემები, სამეცნიერო სტატიის მომზადებისა და საერთაშორისო სამეხნიერო ჟურნალებში განთავსების საკითხები, ციტირების გაზრდის შესაძლებლობები. მონაწილეებმა იმსჯელეს მეცნიერ-ხელმძღვანელის სამეცნიერო აქტივობის ახალი სტანდარტების პროექტის შესახებ.

 

ტრენინგის მსმენელები იყვნენ პროფესორები: გულნაზ გალდავა, თენგიზ თაქთაქიშვილი; გიორგი მირიანაშვილი, ამირან მოსულიშვილი, თამარ ვეფხვაძე, მაია მელაძე, მაკა ფირანაშვილი, მურთაზ კვირკვაია, ვასილ კიკუტაძე, გია დეკანოზიშვილი, თეა სამჭკუაშვილი, ზურაბ აზნაურაშვილი, ნიკა ასვანუა, გოჩა ოჩიგავა.

 

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.