საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი მარიამ ლაშხი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
მარიამ ლაშხი რამდენიმე ათეული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია SCOPUS-ის და ELSEVIER-ის წამყვან სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალებში, მათ შორის, ერთი - მონოგრაფიის სახით. სხვადასხვა დროს მარიამი მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში როგორც ექსპერტი, კონსულტანტი და კოორდინატორი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების პროექტებში, როგორებიცაა: World Economic Forum (შვეიცარია), USAID (აშშ), Carnegie Endowment for International Peace (აშშ), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა. ამჟამად მარიამი არის დოქტორანტი და აკადემიურ/სამეცნიერო საქმიანობის გარდა მუშაობს საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers-ში (PWC).
11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე - გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI