ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, წარმატებით განგრძობს თანამშრომლობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან პროგრამის - „Paths to Publication “, ფარგლებში.

 

8 თებერვალს გაიმართა სემინარი დაფინანსებული კვლევის პროგრამის შემუშავების საკითხზე, რომელსაც უძღვებოდა დოქტორი რიჩარდ კრეიდერი, ბირთვული მედიცინის ცენტრის დირექტორი და პროცესორი ტეხასის A&M უნივერსიტეტში. პროფესორმა კრეიდერმა აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია დაფინანსების მოძიების შესაძლებლობებზე და მისცა რჩევები გრანტის წერისა და ძლიერი კვლევის პროგრამის შემუშავებავების საკითხებზე.

 

ონლაინსწავლება - „Paths to Publication”, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

 ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 22 თებერვალს, რომელიც შეეხება სამეცნიერო ლიტერატურის ძიების საკითხს.