გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამივე საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მუდმივად აძლევს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისა და ამით ევროპულ საგანამანათლებლო სივრცესთან დაახლოების, ახალი შესაძლებლობის გამოყენებისა და უნარჩ-ჩვევების შეძენის საშუალებას.
ყოველწლიურად გრუნის სტუდენტები ერთი სემესტრით ან ერთი სასწავლო წლით მიემგზავრებიან გერმანიის, პოლონეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში, ეუფლებიან ახალ ცოდნასა და ეცნობიან ამა თუ იმ ქვეყნის განათლების სისტემას.
წელს ბიზნესისა და მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ნინა კარიაული და მაია დადიანი სწავლას აგრძელებენ გერმანიის ქალაქ ჰაიდენჰაიმში, DHBW Heidenheim უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ DHBW Heidenheim-ის უნივერსიტეტთან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს, ამ თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სწავლობენ გერმანიაში, მათი სწავლა და ყოველდღიური ხარჯები ფინანსდება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
გრიგოლ რონაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის გერმანელ პარტნიორებს თანამშრომლობისათვის.