პრაქტიკული ინგლისურის კურსი მოსწავლეებისათვის დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრაქტიკული ინგლისურის კურსი მოსწავლეებისათვის დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი, ფიზიკური და ვირტუალური, კურსი მოსწავლეებისათვის, რომელსაც ინგლისური ენის ამერიკელი ექსპერტი, მაიკ მენსფილდი, უძღვებოდა.

 

ექსპერტს ასისტენტობას უწევდნენ ტეხას A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კურსდამთავრებულები : ნატო ჯავახია და თინათინ ასათიანი.

 

გრუნი ამერიკის საელჩოს დახმარებით ორი წელია ახორციელებს პრაქტიკული ინგლისური ენის კურსს მოსწავლეებისათვის, რომელიც ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავდა გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას. ორივე ჯგუფში (თბილისი, რეგიონები) პარტნიორი სკოლების 60-მდე მოსწავლე იყო გაერთიანებული.

 

2 თებერვალს, კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, პედაგოგებმა შეაჯამეს შედეგები და მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილესა და უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის.

 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველი შეხვედრა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, მიიღეს უცხოური გამოცდილება, გაიმდიდრეს ლექსიკა, გაიუმჯობესეს მეტყველება, შეიძინეს მეგობრები. მოზარდებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს მაიკ მენსფილდს. ამასთან, სახალისო პრეზენტაციებითაც წარმოადგინეს კურსის საინტერესო და დასამახსოვრებელი მომენტები.

 

მოსწავლეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებას უსურვეს: უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.

 

თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის მაიკ მენსფილდს, ნატო ჯავახიასა და თინათინ ასათიანს საინტერესო კურსისა და გაწეული შრომისათვის.

 

პროექტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური რექტორის მრჩეველთან - ანა აბესაძესთან, ერთად.