30 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით GRUNI CARD-ის პრეზენტაცია გაიმართა.
გრუნიმ დააფუძნა სტუდენტური მხარდაჭერის კლასტერი, რომლის ფარგლებშიც გრუნის სტუდენტები ფასდაკლებით ისარგებლებენ ბიზნესსექტორის სერვისებით სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, მოგზაურობა, განათლება, გართობა და სხვა). პროექტი უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბიდან გამომდინარე და ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს.
პრეზენტაციაზე გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს თავად გადასცა GRUNI CARD. სტუდენტებს შეუძლიათ პარტნიორი კომპანიებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ ვებგვერდზე: https://card.gruni.edu.ge
უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური კაპიტალის გაძლიერების, ისე ახალგაზრდების შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის განვითარებისათვის. სტუდენტის პროფესიული, პერსონალური განვითარება, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გრუნის ძირითადი პრიორიტეტია.