საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონდე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.
სტუდენტს გრანტის მოსაპოვებლად, აუცილებელია, რომ ატესტატის გარდა ბოლო 3 წელი ჰქონდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში ნასწავლი და 1ნოემბერი-1აპრილის მდგომარეობით, უნივერსიტეტში ჰქონდეს აქტიური სტატუსი.
საკონტაქტო პირი: დავით თარაშვილი : d.tarashvili@gruni.edu.ge ; ტელ: +995 32 38 44 06 (126)