საახალწლო წვეულება გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საახალწლო წვეულება გრუნიში


16 დეკემბერს გრუნის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამდეგი შობა-ახალიწელი ერთად აღნიშნეს.

 

საახალწლო წვეულებაზე, რომელსაც თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის 250-მდე სტუდენტი ესწრებოდა, ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს რექტორსა და აკადემიურ პერსონალს გაწეული შრომისათვის და მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვეს მშობლიურ უნივერსიტეტსა და ლექტორებს.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ შეაჯამა 2023 წელი, ისაუბრა მიღწეული წარმატებების შესახებ, აღნიშნა, რომ ეს შედეგი ერთიანი ძალისხმევისა და შრომის დაფასებაა და იმედი გამოთქვა, რომ დამდეგი წელი კიდევ არაერთ წარმატებას მოუტანს უნივერსიტეტს.

 

ახალი წელი მეგობრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა ახლად არჩეულმა სტუდენტურმა ომბუდსმენმა ნიკა ნაჭყებიამ.

 

წვეულებაზე სტუდენტებმა, ტრადიციისამებრ, გამოავლინეს მის და მისტერ გრუნი, მის და მისტერ ელეგანტურობა, წელს ეს საპატიო წოდებები, სტუდენტთა გადაწყვეტილებით, წილად ხვდათ:

ნინი რატიანს (სამართალი) - მის გრუნი;

ნიკოლოზ ნაჭყებიას (სამართალი) - მისტერ გრუნი;

თინათინ ხატოიანს (სამართალი) - მის ელეგანტურობა;

ბექა კობერიძეს (ბიზნესი) - მისტერ ელეგანტურობა;

 

საახალწლო საღამოს რესტორან „ოტიუმში“ მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ალილო“, საღამო დაამშვენა ვოკალის აკადემიის ბავშვების: ნიკოლოზ ხარატის, ვაჩე ღვინიაშვილის, ოთო ბაზერაშვილისა და გეგა შონიას, სტუმრობამაც.

 

წვეულებაზე სტუდენტებმა თავიანთი შემოქმედებაც წარმოადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

 

ფარული კენჭისყრის პრინციპით წლის სკოლად დასახელდა - სამართალი.