2023 წლის 20 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა კონფერენცია/დისკუსია: "თანამედროვე ემიგრაციული შემოქმედება - ეროვნული ღირებულებების პრიზმაში".
შეხვედრაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ იურისტები, ისტორიკოსები, უსაფრთხოებისა და მედიცინის სფეროს მკვლევრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრაციის პოლიტიკას, ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინების პრობლემას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა, მწერალთა როლს, ასევე, დისკუსიას საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხების შესახებ და მასზე ევროპული განათლებისა და ევროინტეგრაციის გავლენის მასშტაბებს.
კონფერენციაზე მოხსენება - „ევროპაში უფრო მეტი ინტეგრაცია - საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", წარადგინა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ, რომელმაც მოხსენებასთან ერთად ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შესახებ.
მოწვეულ სტუმრებს სამახსოვროდ გადაეცათ გრუნის სახელობითი ბლოკნოტები და საწერ-კალმები. კონფერენციის დასასრულს ციკლიდან - „მიგრაციული პრობლემები“ ნაჩვენები იყო ფილმი: „საქართველოს უახლესი ისტორიის ვირტუალური ქორონიკონი“.
მომხსენებლებმა მადლობა გადაუხადეს გრუნის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს, ამგვარი ღონისძიებების მხარდაჭერისათვის.