გასტრონომიული ტურიზმის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასტრონომიული ტურიზმის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გრუნიში


19 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს - „გასტრონომიული ტურიზმის“, პრეზენტაცია, რომლის ავტორია ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - გივი ყუფარაძე.

 

 წიგნი წარადგინა ავტორმა, ხოლო მისი მნიშვნელობისა და პრაქტიკული დანიშნულების შესახებ ისაუბრეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, მამუკა თავხელიძემ და ვიცე-რექტორმა, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

წიგნის მრავალფეროვანი თემატიკა, ასევე, აკადემიურ წრეებსა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის სარგებლი და მნიშვნელობა აღნიშნეს მოწვეულმა სტუმრებმა: კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ბატონმა სანდრო ონოფრიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის ხელმძღვანელის მოადგილემ ქალბატონმა მედეა ჯანიაშვილმა.

 

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს პროფესორებმა: ნიკო კვარაცხელიამ, მაია მელაძემ და მაკა ფირანაშვილმა. თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სტუდენტებმა.

 

„გასტრონომიული ტურიზმის“ სახელმძღვანელოს გამოცემა სრულად დააფინანსა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა. ამგვარი პრაქტიკა კარგი მოტივაციაა უნივერსიტეტის პროფესორებისთვის მომავალში ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისთვის.