გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ოთარ გერზმავა, Erasmus + -ის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში.
მან მედიცინის მიმართულების პოლონელი სტუდენტებისათვის ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხა ლექციები ინგლისურ ენაზე, შეხვდა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ წარუდგინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და გააცნო მისი ახლანდელი მიღწევები.
შეხვედრაზე დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა და ახალი პროექტი.