ტრენინგი ბათუმის სტუდენტთათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ბათუმის სტუდენტთათვის


11 ოქტომბერს, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გუგული თურმანიძემ აკადემიურ პროცესებთან დაკავშირებით კვლავ გამართა ტრენინგი ტურიზმის, სამართლის, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

მან სტუდენტებს განუმარტა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, უნივერსიტეტისთვის ხარისხის სამსახურის მიერ შემუშავებული ყველა სტანდარტული ფორმა, სტუდენტთა სტატუსისა და სასწავლო პროცესის რეგლამენტის ძირითადი პუნქტები. ასევე, გააცნო სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები, სილაბუსის მნიშვნელობა და როლი სასწავლო მიზნებისთვის, დეტალურად აუხსნა შეფასების სისტემა და მისი გასაჩივრების პროცედურები, აქტივობის სხვადასხვა სახე და ადმინისტრაციული ზომები პლაგიატის აღმოსაჩენად.

 

ტურიზმისა და სამართლის პროგრამის სტუდენტების თანხმობით, მათი პირადი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა (ნექსუსი) თვალსაჩინოდ იქნა გამოყენებული დამსწრე სტუდენტებთან დეტალური ახსნა-განმარტებისთვის. რაც პროცესის პრაქტიკულად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი ახალი სემესტრის დაწყებისთანავე, ერთი კვირის განმავლობაში, ინტენსიურად იმართება აკადემიურ პროცესებთან დაკავშირებით საკონსულტაციო სახის შეხვედრები ცალკეული პროგრამების მიხედვით ყველა კურსის სტუდენტთან. 2023 წლის საშემოდგომო სემესტრში სწორედ ასეთივე დანიშნულების შეხვედრები გაიმართა 25 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.