გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ირინე როყვას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: “სასამართლო ხელმისაწვდომობა - სამოქალაქო საპროცესო უფლება და მისი შეზღუდვის დასაშვები ფარგლები“ დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: სამართლის დოქტორი, პროფესორი ვალერიან ხრუსტალი. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ირინე როყვას მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
საკონტაქტო პირი: ამირან მოსულიშვილი ელ.ფოსტა: a.mosulishvili@gruni.edu.ge