GRUNI Card - შეთავაზება კერძო სექტორს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI Card - შეთავაზება კერძო სექტორს

 

სტუდენტის პროფესიული, პერსონალური განვითარება, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გრუნის ძირითადი პრიორიტეტია.

 

ამ მიზნით გრუნი აფუძნებს სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერს, იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას და მასში მონაწილეობისთვის იწვევს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

 

სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერის მიზანია გრუნის სტუდენტებს ფასდაკლებით შესთავაზოს ბიზნესსექტორის სერვისები სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, გართობა და სხვა).

 

კლასტერში მონაწილე კომპანიების მომსახურებას გრუნი GRUNI CARD-ის მეშვეობით პერიოდულად შესთავაზებს 3000-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების გაყიდვების, მომხმარებლების რაოდენობის ზრდასა და ახალგაზრდებში პოზიციონირებას.

 

უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური კაპიტალის გაძლიერების, ისე ახალგაზრდების შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის განვითარებისათვის.

 

სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერში მონაწილეობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით.

 

საკონტაქტო პირი:

პროფესორი ხატია მარკოზაშვილი,

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტის ხელმძღვანელი

მობ.: 568 11 11 99

ელ. ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge