2023 წლის 19 დეკემბერს, გრუნის ამერიკელი ენის ექსპერტი მაიკ მენსფილდი და რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, მიწვეული იყო მიღებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა რწმუნებულის, ალან პარსელის, რეზიდენციაში.
შეხვედრა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ეძღვნებოდა ფულბრაითის პროგრამის ამერიკელ მონაწილეებს და მათ წარმომადგენლებს მასპინძელ უნივერსიტეტებში. ინგლისური ენის ექსპერტთა პროგრამა - “English Language Fellow”, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს უნივერსიტეტებს, უმასპინძლონ ამერიკელ სპეციალისტებს, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით სრულად შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
რექტორის მრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა გრუნის ენის ექსპერტის, მაიკ მენსფილდის უკვე განხორცილებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე და მადლობა გადაეხადა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის ბატონი პარსელისა და საელჩოსთვის.