პირველკურსელთა ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველკურსელთა ვიზიტი უზენაეს სასამართლოში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელები, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პრეკლინიკის ფარგლებში, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ .

 

სტუდენტები დაესწრნენ სასამართლო პროცესს, რომლის შემდეგაც შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, უნივერსიტეტის პროფესორს - ზურაბ ძლიერიშვილს.

 

პროფესორი სტუდენტებს ესაუბრა საერთო სასამართლოების სისტემისა და უზენაესი სასამართლოს განსაკუთრებული როლისა და ფუნქციის შესახებ, აგრეთვე, მოსამართლეთა უფლებამოსილებებზე, მიმდინარე საქმეებსა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თაობაზე.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და საპროცესო მართლმსაჯულების განხორციელების დარბაზები; გაეცნენ მისი დაარსების ისტორიასა და მართლმსაჯულების სასახლეში დაცულ სამართლის უძველეს ძეგლებს.

 

შეხვედრამ და განხილულმა საკითხებმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყველა სტუდენტს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.

 

სტუდენტებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროფესორ ზურაბ ძლიერიშვილს გულითადი შეხვედრისა და საინტერესო მიმოხილვისათვის.

 

ამგვარი შეხვედრა პირველკურსელი სტუდენტებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროფესიული საფუძვლების დაუფლებისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით.

 

უზენაეს სასამართლოში სტუდენტების ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.