მიმდინარე წლის 8 დეკემბერს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გუნდი - “GRUNI“, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალური თამაშის - “რა? სად? როდის?“, ჩემპიონატში ჩაერთო.
სტუდენტთა გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ წარჩინებული სტუდენტები: ნიკოლოზ ნაჭყებია (გუნდის კაპიტანი), გიორგი ათაბეგაშვილი, ლიზი ჩხეტიანი, სანდრო გაგიშვილი, მარიამ კაპანაძე, ვერიკო ბაღათრიშვილი.
სტუდენტთა გუნდმა ამ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და ორგანიზატორთა მადლობა დაიმსახურა :
“საქართველოს იუსტიციის სასწავლოს ცენტრის სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?“ მონაწილეობისთვის, რომელიც სამართლებრივ თემატიკაზე პირველად გაიმართა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. თქვენი აქტიური ჩართულობით აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა. წარმოდგენილმა გუნდებმა აჩვენეს მაღალი მოტივაცია და შემართება, რაც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ჩემპიონატი შემდეგ წელსაც განვახორციელოთ. გვჯერა, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს როგორც სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დაახლოებას.
იმედი გვაქვს თქვენთან სამომავლო თანამშრომლობის”.