ტურიზმის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე


7 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის პროფესორი გივი ყუფარაძე, ასოცირებული პროფესორები: მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე, მონაწილეობდნენ პირველი საერთაშორისო კონფერენციის - „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები”, მუშაობაში.

 

კონფერენცია გახსნა ორგანიზატორმა, კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ხოლო მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ - თამარ გაბუნიამ და ევროპის თერმული ქალაქების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მარკუს დანასმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

 

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს კურორტების პოპულარიზაცია და ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური ასპექტების წარმოჩენა. ღონისძიების მეორე სექცია მიეძღვნა კურორტების განვითარებით გამოწვეულ ეკონომიკურ და კულტურულ ზეგავლენასა და სარგებელს. სექციის მოდერატორი გახლდათ გრუნის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ყუფარაძე.