5 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა დამსაქმებელთა ფოკუსჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული და სამომავლო მოთხოვნების გამოვლენა და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლების რჩევებისა და რეკომენდაციების მოსმენა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსი ნინო ხახუბია, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე სოფიო ლაზიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ფედერაციის TIFA-ს პრეზიდენტი აკაკი ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაციის თავმჯდომარე და ტურიზმის ფედერაციის დამფუძნებელი თემურ ზოიძე, საქართველოს ნორდიული სიარულის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა აფციაური, ტურისტული კომპანია TRAVELGURU-ს ხელმძღვანელი ზურაბ ყარაბუღაშვილი, ტურისტული კომპანია Trippoint-ის დამფუძნებელი ესმა ნაცვლიშვილი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი, ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე და მესამე დონის სტუდენტი ლიზი ძიმისტარიშვილი. ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაკა ფირანაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ტურიზმის ახალი პროგრამა და სასწავლო გეგმა-მატრიცა, რამაც დამსაქმებლების მოწონება დაიმსახურა. დამსაქმებელთა მიერ გამოითქვა რეკომენდაციები, გრუნის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს კითხვებს. შეხვედრა სამუშაო ვითარებაში წარიმართა.