სასწავლო ტური ქვემო ქართლში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური ქვემო ქართლში


26 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის- მაკა ფირანაშვილის, ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში.

 

სასწავლო-შემეცნებითი ტური მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას, კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონის შესწავლას.

 

სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს მარშრუტი, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს XI საუკუნის მანგლისის სიონი, შუა საუკუნეების ბერთას სამი მღვდელმთავრის მამათა მონასტერი, კუშჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.

 

სტუდენტებმა პროგრამით განსაზღვრული გასვლითი ლექციის ფარგლებში ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორთან ერთად განახორციელეს საფეხმავლო ტური დაშბაშის კანიონზე, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს მოგზაურებს თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და ფერდობებზე გადმოსული ჩანჩქერებით.

 

ტურის ბოლოს სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები საქართველოს მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილების შესახებ, მათი მნიშვნელობის და მართვის გათვალისწინებით.