მობილობა პორტოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მობილობა პორტოში


პროგრამა ერაზმუს + -ის პროექტის მობილობა+2-ის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია და დეკანის მოადგილე ქეთევან მაისურაძე იმყოფებოდნენ პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პორტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელობასთან, ეკონომიკის სკოლის ადმინისტრაციასა და პროგრამაში მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

 

გრუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ვორკშოფებსა და საპრეზენტაციო აქტივობებში, გაეცნენ კოლეგების გამოცდილებას და თავიანთიც გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს.