7 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი სამეცნიერო ელექტრონული ბაზებისა და ელექტრონული სისტემების გამოყენების შესახებ. სწავლების მონაწილეებმა მიიღეს საერთაშორისო ბაზასთან მუშაობის ინსტრუქცია: “EBSCO“ -ს, “Business Source Elite“-ის, და “HeinOnlain“ -ის ბაზები სტუდენტებს გააცნო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ გუგული თურმანიძემ, "ELSEVIER“ -ის ბაზების სწავლების პროცესი უზრუნველყო ბათუმის კამპუსის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მედეა მიქელაძემ და სპეციალისტმა თამუნა თურმანიძემ. სტუდენტებმა თავადაც შეასრულეს სხვადასხვა ჟურნალის, სახელმძღვანელოსა თუ წყაროს მოძებნა/მოძიება.
სწავლება, რომელსაც ყოველსემესტრულად ახორციელებს წარმომადგენლობის ბიბლიოთეკის პერსონალი, ემსახურება უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო სფეროში ყველა ხელმისაწვდომ ბაზასთან სტუდენტების წვდომას, მათი სამეცნიერო სფეროსადმი ინტერესის გაღრმავებას, სწავლის ხარისხისა გაუმჯობესებას.
სტუდენტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა, რომ თითოეულ სამეცნიერო ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ისე უნივერსიტეტის სივრცის გარეთ.
სწავლების ბოლოს ახალგაზრდებს ბიბლიოთეკის მიერ ბეჭდური ფორმით გადაეცათ ელექტრონული ბაზებით და კატალოგებით სარგებლობის ინსტრუქციები.