2023 წლის 4 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის - “ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“, შემაჯამებელი პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ: ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, საჯარო მმართველობის, სამართლისა და ტურიზმის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა მურადიშვილმა, პროექტის ანალიტიკოსმა გუგული თურმანიძემ და კვლევის ხელმძღვანელმა ეკატერინა ზაქარაძემ წარმოადგინეს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, ჩატარებული სამეცნიერო ფორუმის: „ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“, მასალები; მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული დიალოგის დროს გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები, სამიზნე ფოკუსჯგუფებთან ჩატარებული კვლევის შედეგები. მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები, განხორციელდა გაწეული საქმიანობის სოციალური რეკლამირება.
პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია: ქართულენოვან ჟურნალში - „ციფრული რეფერენდუმი საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება საქართველოში“ და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - “DIGITAL REFERENDUM - EFFECTIVE MODELING OF PUBLIC ADMINISTRATION IN GEORGIA“.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, ციფრული რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, აღნიშნულმა საკითხმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დიდი ინტერესი გამოიწვია.
საპროექტო გუნდი მადლობას უხდის უნივერსიტეტს დაფინანსებისთვის.