გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს მოსწავლეებისთვის „ბავშვები ბავშვებისათვის“.
პროექტს ხელმძღვანელობენ: უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე.
პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში სამოქალაქო ღირებულებების დანერგვას, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის განმტკიცებას, არაფორმალური განათლების - ტოლერანტობისა და სოლიდარობის, პრინციპების დამკვიდრებას, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 10-12 კლასების მოსწავლეებს.
საუკეთესო მონაწილეებისათვის დაწესებულია პრიზი: ტური ჟენევაში.
მოსწავლეები უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან ჟენევაში, ეწვევიან ბავშვის უფლებების კომიტეტს, გაეცნობიან მის საქმიანობას, ესტუმრებიან იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.
2023 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, პროექტის გასაცნობად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა სოფიო კილაძესთან - გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან - რომელიც ისაუბრებს პროექტის, მასში მონაწილეობისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა წარმატების მისაღწევად!
რეგიონის მოსწავლეები ჩაერთვებიან ონლაინ. ბმულს მიიღებენ რეგისტრაციის შემდგომ.
პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აქ:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd5cDAMNEA_64mdK82OORICdyL2sIw7sarqoE3TKKiFCU1yow/viewform
საკონტაქტო პირები: მერი ლომია 599 776 771, m.lomia@gruni.edu.ge
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3