2023 წლის 4 დეკემბერს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ფუნდამენტური კვლევების დასაფინანსებლად სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლისა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ერთობლივად წარდგენილი პროექტია: „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე (ემპირიული კვლევა განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე)“.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს ამ წარმატებას!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/2023-tslis-fundamenturi-kvlevebisatvis-sakhelmtsifo-sametsniero-sagranto-konkursis-shedegebi