III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტამბულში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტამბულში


2023 წლის 20-22 ოქტომბერს ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრულველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში, დოქტორანტი გუგული თურმანიძე მონაწილეობდა სტამბულის Fenerbahce University - ის მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.

 

გუგული თურმანიძემ კონფერენციის სამუშაო სესიაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი “ღირსეული დასაქმება, როგორც მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის მიღწევის გარანტი (პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში)“, რომლის თანაავტორიც გახლავთ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასისტენტი, დოქტორანტი ლევან მესხიშვილი.

 

კონფერენციას სტუმრობდა 24 ქვეყნის 147 მეცნიერ-მკვლევარი საქართველოს, ბულგარეთის, ბანგლადეშის, კუბის, გერმანიის, საბერძნეთის, ინდორეთის, ინდონეზიის, ყირგიზეთის, კოსოვოს, ლიბანის, მალაიზიის, მალტას, მაროკოს, ნიგერიის, მაკედონიის, პაკისტანის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

 

სამეცნიერო ნაშრომები და მასალები დაიბეჭდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში “3rd USBED/IJSES International Conference on Social and Educational Sciences“ (October, 19-21, 2023) ISBN: 978-625-00-8242-3

 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები დააჯილდოეს სერტიფიკატებით, მოეწყო გასვლითი ტური მუზეუმებსა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში.