გრუნის პროფესორი დაცული ტერიტორიების პირველ საერთაშორისო სამიტზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი დაცული ტერიტორიების პირველ საერთაშორისო სამიტზე


7-9 ნოემბერს ბორჯომში გაიმართა დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ეროვნული პარკების სამსახურების 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

 

სამიტის ფარგლებში, დელეგატებმა ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნა, გამოცდილება, რეკომენდაციები დაცული ტერიტორიებისა და ბუნების მდგრადი დაცვის მიზნით.

 

სამიტს ორგანიზებას უწევდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია Global Conservation-თან ერთად.

 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციები: Caucasus Nature Fund, GEF/UNDP, Society for Nature Conservation, Michael Succow Stiftung და USAID.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე. სამუშაო შეხვედრებზე დაისახა პარტნიორებთან მომავალი თანამშრომლობის გეგმები.